რატომ არის ფასეულობები მნიშვნელოვანი?
ფასეულობები ქმნის საფუძველს ჩვენი აზრების,
გრძნობებისა და ქმედებებისთვის
ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად იღებს ათეულობით გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილებები ჩვენი ფასეულობებისა და რწმენების ანარეკლია. ფასეულობების უკან კი ჩვენი მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობა დგას. ეს ფასეულობები შესაძლოა გაცნობიერბული იყოს, ან გაუცნობიერებლი. ორივე შემთხვევაში სწორედ ფასეულობები წარმართავს ქმედებებს.

ცხოვრების მანძილზე გვეცვლება მოთხოვნილებები, შესაბამისად გვეცვლება ფასეულობები, წარმოდგენებიცა და ქცევებიც.

როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცნობიერად გამოვიხმობთ იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მამოტივირებელია, ეს გვეხმარება სასურველი რეალობის შექმნაში.